გალელები გააფრთხილეს, რომ ახალი წლიდან გაუქმდება „ფორმა №9“
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები ახალი წლიდან ვერ
ისარგებლებენ დროებითი საბუთით, ე.წ. ფორმა №9 -ით, რომლის
დახმარებითაც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის კვეთა იყო
შესაძლებელი. დე ფაქტო მთავრობა მათ ურჩევს "დროებითი მობინადრის"
მოწმობა ან "აფხაზური პასპორტი" აიღონ.
მოქალაქეები მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ გალის ე.წ. ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა, თუმცა გალელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
"მანამდეც არაერთხელ თქვეს, რომ ფორმა ცხრას აუქმებდნენ, მაგრამ მაინც ხერხდებოდა მისი ვადის გაგრძელება ნაცნობების დახმარებით", - უთხრა "ლაივპრესს" გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებმა რესპონდენტმა ანონიმურობის დაცვის პირობით.
მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვის საფრთხის გამო, გალეელების ნაწილმა უკვე აიღო ე.წ. ბინადრობის მოწმობა, რომელზეც ადრე უარს აცხადებდნენ.
"ხალხს სხვა გზა არ დაუტოვეს. აქ მცხოვრებთა დიდ ნაწილს სწორედ დროებითი მობინადრის საბუთი აქვს აღებული, რომელიც რეალურად უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გათვლილი. არადა ახლა ეძლევათ ისეთებს, რომლებიც აქ ოდითგანვე ცხოვრობდნენ და წინაპრებისგან ერგოთ სახლ-კარი. ვისაც აქ ცხოვრება გვინდა სხვა გზა არ გვაქვს", - ამბობს ნაბაკეველი ქალი.

დე ფაქტო მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მოქალაქეებს, გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ჯამბულ კორტავამ 23 ნოემბერს ამცნო. მან გალელებს აფხაზური მედიასაშუალებებით მიმართა, რომ ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გადაადგილებას 1 იანვრიდან ვერ შეძლებენ ის პირები, რომელთაც "ფორმა №9" აქვთ. მან მოუწოდა გალელებს, უმოკლეს ვადაში შეიტანონ განაცხადები ბინადრობის მოწმობის და ე.წ. აფხაზური პასპორტის მისაღებად.
აფხაზურ მედიასაშუალებებს თუ დავეყრდნობით, ოკუპირებულ გალში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 5 ათასს ფორმა №9, 1049-ს "აფხაზური პასპორტი", 19 ათას 707 პირს კი "ბინადრობის მოწმობა" აქვს.
"ბინადრობის მოწმობის" გაცემა 2017 წლიდან დაიწყო. იმისთვის, რომ მოქალაქემ ბინადრობის მოწმობა მიიღოს, აფხაზეთში 1995 წლიდან უნდა ცხოვრობდეს. მოქალაქემ გალის მილიციაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საცხოვრებლის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოს. ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტები თარგმნილი უნდა იყოს რუსულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.