მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას
აგრძელებს. მისი უფლებადამცველის,
დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, მსჯავრდებულისთვის გუშინ
დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა და პროტესტის ფორმაც ამოიწურა.
ადვოკატის ცნობით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური, გლდანის სამკურნალო დაწესებულებიდან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ მიხეილ სააკშვილის მიმართ "არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაში" გამოცხადდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როცა ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი გასული იყო შენობიდან, შევიდნენ მასთან ოთახში და განუცხადეს, რომ დისციპლინური წარმოების შედეგად გამოტანილი იყო გადაწყვეტილება - მას არ ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ვიზიტორები და შეეზღუდებოდა ტელეფონით სარგებლობის უფლება. ასევე ვერ ისარგებლებდა ტელევიზორით. ამაზე მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ძალიან მძაფრი რეაქცია და მათ დაატოვებინა პალატა.
ამის შემდეგ, დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ტელევიზორი გაუთიშეს მიხეილ სააკაშვილს.
"მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მძაფრი, სამართლიანი პროტესტი და ამის შემდეგ მას აღუდგა სიგნალი. რეალურად ვნახეთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა მძაფრი პროტესტი. პროტესტის ის ფორმა, რომელიც გუშინ იყო გაჟღერებული, სწორედ იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები, ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რომ პროტესტის ეს ფორმა არის ამოწურული", -განაცხადა ადვოკატმა.
მანამდე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას ასე უპასუხა სახელმწიფომ, შური იძიეს ამ ფორმით და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მკურნალობა შეეწყვიტა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალურ ქსელ "ფეისბუქის", ასევე, ოფიციალური ვებ გვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.