მესტიის გზაზე მოძრაობა აღდგა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის
შიდასახელმწიფოებრივი გზის 43 -ე კილომეტრზე
გზის სავალი ნაწილი ორივე მიმართულებით გახსნილია.
მას შემდეგ რაც, მესტიის გზაზე კლდის ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივად იყო შესაძლებელი.
გზის მეორე ნაწილზე ჩამოწოლილი ქვის დიდი ლოდისგან გზის გასუფთავება ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მოხერხდა.
გზის ამ მონაკვეთზე, მეწყერი 6 დეკემბერს ჩამოწვა.