ახალი ამბები
გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე - სააკაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, - ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამბობს, რომ ემზადებიან ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა.

"ივანიშვილი ახლა არის კატასტროფულ სიტუაციაში - ყველაზე მაღალი ფასების ზრდა საქართველოს ისტორიაში, ყველაზე მაღალი საბანკო კრედიტების გასტუმრების განაკვეთები, ყველაზე ინტენსიური გადინება სამუშაო ძალის, პრაქტიკულად წაგებული ბოლო სამი არჩევნები ე.ი. სრული დელეგიტიმიზაცია. მინიმუმანდე შემცირებული მხარდამჭერთა ბაზარი და როგორც არასდროს ერთიანი ოპოზიცია. ასევე, რაც უმნიშვნელოვანესია რეჟიმის ყველაზე დიდი საერთაშორისო იზოლაცია და უფრო მძაფრი კრიტიკა, ვიდრე ნებისმიერ პერიოდში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

რას შვება ივანიშვილი? - აძლიერებს დამსჯელ რაზმებს, ახალისებს კრიმინალს და ცდილობს პატარ-პატარა თემების შემოგდებით ორი მთავარი თემისგან ყურადღების გადატანას: რიგგარეშე არჩევნებისგან და ჩემი გათავისუფლებისგან.

იგივე რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა "ექსპერტები", რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.

ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.

რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან", - წერს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. 50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას ოპოზიცია პერიოდულად მართავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსული
18:06 / 27.09.2022
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთიდან შემოსული
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან
საპროტესტო აქცია გაიმართა.
17:08 / 27.09.2022
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის
13:11 / 27.09.2022
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს სახალხო დამცველის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.