ახალი ამბები
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სააკაშვილის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს
FaceBook Twitter
E-mail Print
პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა, თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და როგორ უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის მიერ საზღვრის უკანონო კვეთა.

პროკურატურისვე ცნობით, გიორგი ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.

2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გიორგი ლორთქიფანიძე კვლავ დაუკავშირდა, ამჯერად საქართველოში მყოფ ელგუჯა ცომაიას და მოსთხოვა მას უკრაინაში ჩასვლა.

ცომაია 20 სექტემბერს, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და გიორგი ლორთქიფანიძის შემდგომ მითითებას დაელოდა.

"26 სექტემბერს ჩერნომორსკის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გიორგი ლორთქიფანიძის კუთვნილი ავტომანქანით ძებნილი მიხეილ სააკაშვილი მიიყვანეს და ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ სატვირთო ავტომანქანის სალონში არსებულ წინასწარ მოწყობილ სამალავში გადასვეს, რის შემდგომაც გადაკვეთეს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი და სატვირთო ავტომანქანა ბორანის ტიპის გემზე, სახელწოდებით "ვილნიუსი" შეიყვანეს.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 28 სექტემბერს, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა აღნიშნული გემი, რომლიდანაც 29 სექტემბერს, ჩამოვიდა ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით და მისაბმელში იმყოფებოდა მსჯავრდებული სააკაშვილი.

ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.წ. გეზთან, მათ ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი "მერსედესის" მარკის ავტომანქანით რომელშიც მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ. აღნიშნული ავტომანქანით მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში ჩავიდნენ.

29 სექტემბერს, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი "ფორდის" ფირმის მიკროავტობუსით, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, და იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ.

იმავე დღეს,მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ "სკანიას" ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში და გ.ნ—სთან ერთად ჩამოვიდნენ თბილისში,სადაც მიხეილ სააკაშვილი ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში დაბინავდა. სამართალდამცველებმა იგი აღნიშნულ ბინაში 1 ოქტომბერს დააკავეს", - აცხადებს პროკურატურა და ავრცელებს ელგუჯა ცომაიასა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილეს შორის საუბრის ჩანაწერს.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

პროკურატურის ცნობით, გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ელგუჯა ცომაია ის პირია, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი თბილისში იმყოფებოდა. რაც შეეხებათ შალვა და ზურაბ წოწორიებს, ისინი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან. მათ გამოძიება დანაშაულის დაფარვას ედავება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.