ახალი ამბები
მზად ვართ განვიხილოთ გახარიას პარტიასთან ყველა წინადადება - ანა წითლიძე
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ შექმნილი კრიზისის პირობებში, პარტია მზადაა განიხილოს ყველა წინადადება გიორგი გახარიას პარტიასთან, თუ პარტია რეალურად მზადაა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

"ის, რომ დღეს ვერ აირჩა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება "ქართულ ოცნებას" და სისხლის სამართლის დამნაშავე მირანდა მესხს, რომელმაც ჩვენ დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, როცა წაგვართვა გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და შედეგები გადაწერა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამიტომაც, ზუგდიდელებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი შექმნილია "ქართული ოცნების" მხრიდან. რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს, საკრებულოს თავმჯდომარის ვერ არჩევა მეორე სხდომაზე, ნიშნავს სრულ პარალიზებას არამხოლოდ საკრებულოსი, ეს ნიშნავს სრულ პარალიზებას მერიის, რომელიც ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას და ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მძიმე პოლოტიკური კრიზისი, რომელიც აისახება თითოეული ზუგდიდელის ყოველდღიურობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორი იქნება შემდეგი შეკრება. ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს გარდა საკრებულოში, ვგულისხმობ გახარიას პარტიას, გააცნობიეროს რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას ამ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის თანამდებობები ზუგდიდის საკრებულოში, ჩვენ მზად ვართ მათთან განვიხილოთ ყველა წინანადადება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ისინი იქნებიან მზად, რომ შემდეგ საკრებულო იყოს არა სანოტარო ბიურო, არამედ იყოს ორგანო, რომელიც იბრძოლებს ზუგდიდში გამეფებული კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  თავმჯდომარე ნიკა მელიამ  "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს. მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირობას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.

ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარე უნდა აერჩიათ ისევ გადაიდო.

სხდომა დატოვა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ქვორუმი ვერ შედგა, ვინაიდან, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა ყურაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა.

საკრებულოს სხდომა ისევ ერთი კვირით გადაიდო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.