საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს სენაკსა და წალენჯიხაში
საკრებულოს თავმჯდომარეები დღეს ზუგდიდის მსგავსად, ვერც სენაკსა და
წალენჯიხაში გამართულ მეორე სხდომებზე აირჩიეს.
როგორც სენაკის საკრებულოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს,
სხდომას "საქართველოსთვის" 4 წევრი არ ესწრებოდა. ამასთან, არ
გამოცხადდა ენმ-ის ამდენივე წევრი.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ ქვორუმი იყო, თუმცა წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელის არჩევის საკითხი ისევ მომდევნო სხდომისთვის გადაიდო.
დღეს სენაკის საკრებულოში სამი ფრაქცია ჩამოყალიბდა.
ერთია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომლის თავმჯდომარე ლაშა კუჭავაა. მას ოთხი მოადგილე ჰყავს - მირანდა მირცხულავა, ბორისი სოსელია, ბესიკი ნარმანია და ზურაბ სანაია.
ფრაქცია შექმნა "ქართულმა ოცნებამაც". მას ინგა ქარდავა უხელმძღვანელებს. ინგა ქარდავას ხუთი მოადგილე ჰყავს - მანანა გვიჩია, ელიზბარ ოდიშარია, ლევან ჯინორია, კაპიტონ ტორჩინავა და ირაკლი ცხვიტავა.

წალენჯიხის საკრებულო: ფოტო საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან
ფრაქცია დააფუძნა გახარიას პარტიამაც. "სენაკი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ირაკლი კაჭარავა გახდა, რომელსაც ერთი მოადგილე, ედიშერ ბაღათურია ჰყავს.
სხდომა პარასკევს, 17 დეკემბერს, 11:00 საათზე განახლდება.
საკრებულოს თავმჯდომარე დღეს არც წალენჯიხაში აურჩევიათ. საკრებულოს აპარატის უფროსმა, იზოლდა მოლაშხიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სხდომაზე ქვორუმი იყო, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა ითხოვეს გარკვეული დრო იმ მიზეზით, რომ ჯერაც არ იყვნენ კანდიდატზე შეჯერებულები. ამიტომ, მმართველი პარტიის და ენმ-ის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, სხდომა მომდევნო პარასკევამდე გადაიდო.
საკრებულოს სხდომა 17 დეკემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება.
საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ზუგდიდში ვერ აირჩიეს. ენმ-ის წევრებმა სხდომა დღესაც დატოვეს. ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა გადაიდო.