ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ხობის მკვიდრი, 71 წლის ქალი. ის მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა. ამავე სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული მეორე გარდაცვლილი, 77 წლის ზუგდიდელი ქალი. ბოლო დღე-ღამეში რეგიონში 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 22 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში ჯამში 443 პაციენტი მკურნალობს. აქედან მძიმეა 39-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კლინიკების მიხედვით მონაცემები ასეთია:

რუხის კლინიკაში იმყოფება - 157 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34;
ფოთის კლინიკაში იმყოფება - კოვიდ 39 პაციენტი;
სენაკის კლინიკა სენამედში - 44;
ფოთის კლინიკა ბომონდში - 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3;
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა - 23 პაციენტი,
სენაკი ლაზიკა მედი - 98 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85;
მარტვილის ევექსის კლინიკა - 17;
წალენჯიხის ევექსის კლინიკა - 20 პაციენტი.