თუ სააკაშვილი გარეთ უნდა იყოს, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია ვილაპარაკოთ შერიგებაზე - სუბარი
"ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი პარლამენტის
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა "საერთო სახალხო შერიგების"
თემას. მისი განცხადებით, თუ შერიგების პირობაა, რომ პატიმრობაში
მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამაზე
საუბარი 5 წლისა და 10 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"ყბადაღებული შერიგების პროცესს ერთი წინადადებით უნდა გამოვეხმაურო. პირდაპირ თქვა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარემ, ვიდრე სააკაშვილი პატიმარია, სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე საუბარი აზრდაკარგულიაო. კაცი პირდაპირ ამბობს თავის სათქმელს და ჩვენ რატომ ვიმტვრევთ თავს? რაზე ვლაპარაკობთ? თუ საუბარია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ, 5 წლისა და 10 თვის შემდეგ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ საერთო-სახალხო შერიგებაზე. თუ სხვა ტიპის დიალოგზეა ლაპარაკი, ბუნებრივია, პოლიტიკური დიალოგისთვის აგერ არის პარლამენტი და ეს ცარიელი სკამები რომ შევსებული ყოფილიყო, შეიძლება, გამოგვსვლოდა გარკვეული ტიპის პოლიტიკური დიალოგი ქვეყნის სასიკეთო საქმეებზე", – განაცხადა სოზარ სუბარმა.
"შერიგებაზე" საუბარი მას შემდეგ დაიწყო რაც მიხეილ სააკაშვილმა 6 დეკემბერს სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, სადაც ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად "ეროვნულ შერიგება" იყო დასახელებული.