ახალი ამბები
ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა ენმ-მ და „ლელომ“ დატოვეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ამ წუთებში ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები უნდა აირჩიონ. კენჭს მმართველი პარტიის წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას უყრიან. არჩევის პროცედურაში "საქართველოსთვის" და "ქართული ოცნება" მონაწილეობს მხოლოდ. ჯამში 19 დეპუტატი. ენმ-მ და "ლელომ" დარბაზი დატოვეს. თუმცა ქვორუმი არის და სხდომა გრძელდება.

სხდომაზე "ლელოს" წევრმა, კორნელი წურწუმიამ მიმართა დეპუტატებს. მისი სიტყვებით, ხალხმა აირჩია ოპოზიციური საკრებულო და მათი სურვილი უნდა გაითვალისწინონ. აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს მმართველ პარტიასთან თანამშრომლობა, ეს შემდეგ შეუძლიათ.

კორნელი წურწუმიას სიტყვებით, ის, როგორც "ლელოს" ერთადერთი წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოში, ტოვებს სხდომას და თქვა, რომ გადაწყვეტილების მიღება დანარჩენებს მოუწევთ.

სხდომა დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამაც". ენმ-ის წევრ რამაზ გულუას განმარტებით, არ აპირებენ "ოცნების" კანდიდატის არჩევაში მონაწილეობას. ამიტომაც, არჩევანი გახარიას პარტიას და "ქართულ ოცნებას" მიანდეს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ "ქართული ოცნების" ვირეშმაკობა. ხელისუფლება ხელოვნურად აგდებს ქვორუმს. ანუ მოვიდა გახარიას გუნდი და ხელისუფლება დარბაზში არ მოდიოდა. შეყუჟულები იყვნენ ე.წ. მერის სათადარიგო ოთახში. როგორც კი მოვედით ჩვენ და შევქმენით ქვორუმი, ეს ხალხი გამოცხადდა დარბაზში. აი ამის გამო მოვედით, რომ ქვორუმი შექმნილიყო. კენჭისყრა უნდა გაიმართოს ახლა. ბატონო იზორიას კანდიდატურა უნდა ჩავარდეს წესით. ხალხის ხმების მანიპულირება არ უნდა გააგრძელოს გახარიას გუნდმა", - აღნიშნა რამაზ გულუამ.

რამაზ გულუა: ენმ-ის წევრი

მისივე სიტყვებით, გახარიას გუნდმა უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება და დააფასოს ჩხოროწყუელთა ხმა. მანვე განმარტა, რომ გახარიას პარტიამ 23% მიიღო მუნიციპალიტეტში, დღეს კი ეს ხალხი ამბობს, რომ "რაღაც დიალოგში" უნდა იყვნენ ხელისუფლებასთან. თუმცა, რამაზ გულუას მტკიცებით, ყველანაირი რესურსია, საკრებულო ოპოზიციური იყოს. მისივე თქმით, ისინი სთავაზობენ გახარიას პარტიის წარმომადგენელს თავმჯდომარის პოზიციას. ამას გარდა, ფიქრობენ, რომ "ლელოს" წევრი უნდა იყოს წამყვან პოზიციაზე.

საკრებულოს სხდომას ესწრებიან "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ფარულავა და ზუგდიდის ყოფილი მერი და მერობის კანდიდატი გეგა შენგელია.

ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია "საქართველოსთვის" შოთა წურწუმია და "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ - 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გამოჩნდა, რომ ვიღაც "გაიყიდა" და მათ უარი თქვეს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

დღეს თავმჯდომარის არჩევის მესამე მცდელობაა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის - პარტიას "გახარია საქართველოსთვის", 7- "ნაციონალურ მოძრაობას", 1 -"ლელოს" და 12 "ქართულ ოცნებას".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.