ახალი ამბები
ვერ დაძლიეს პოლიტიკური ეგო, ერთპიროვნულად მართონ მუნიციპალიტეტი - გიგა ფარულავა ენმ-სა და „ოცნებაზე“
FaceBook Twitter
E-mail Print
უმთავრესი რაც არის, როგორც თქვენ, ისე საზოგადოებამაც იხილა ის უპასუხისმგებლო ქმედება ორივე პარტიისგან, როგორც "ქართული ოცნების" ისე "ნაციონალური მოძრაობისგან, რომელთაგან არცერთი არ შემოსულა სხდომათა დარბაზში, - ასე შეაფასა "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიგა ფარულავამ ქვორუმის არარსებობის გამო სხდომის გადადება ჩხოროწყუს საკრებულოში. მისი განცხადებით, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ დაძლია ის პოლიტიკური ეგო, ერთპიროვნულად მართოს მუნიციპალიტეტი თუ საკრებულო.

გიგა ფარულავას თქმით, 12:00 საათზე, როცა ჩაინიშნა წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომა, მათი პარტიის წევრები სხდომათა დარბაზში სრულად იყვნენ წარმოდგენილები, განსხვავებით მმართველი პარტიის და "ნაციონალური მოძრაობისგან".

"ძალიან დიდხანს ველოდეთ ორივე პარტიას და ფაქტობრივად, იძულებულები გახდნენ ორივენი, რომ შემოსულიყვნენ სხდომათა დარბაზში. ამის შემდეგომ, გავიდა ორი საათი. ველოდებით ორივე პარტიას. "ქართული ოცნება" აბსურდულ მიზეზს ამბობს იმისა, რომ ქვორუმი ვერ შედგა. ბუნებრივია, თვითონ რომ შემოსულიყვნენ, ქვორუმი იქნებოდა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ წარვადგენდით ჩვენი პარტიიდან კანდიდატს ქვორუმის შემთხვევაში. ბუნებრივია იმისთვის, რომ კრიზისი დაგვეძლია და ერთხელ და სამუდამოდ გამოვსულიყავით ამ ჩიხიდან და ის არჩევანი, რაც ჩხოროწყუელმა მოსახლეობამ არჩევნებზე გააკეთა, იმის შესაბამისად გვემოქმედა და საკრებულო ყოფილიყო დაბალანსებული. ჩვენ როგორც პირველ ჯერზე, ისე მეორე შემთხვევაში მზად ვიყავით და ხედავთ, რომ ჩვენი პარტია სრულად არის წარმოდგენილი. სამწუხაროდ, არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება არ არის წარმოდგენილი. მე არ ვიცი ისინი რას ელოდებიან. ფაქტია, რომ შესვენება იყო გამოცხადებული. მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ დამსხდარიყვნენ სხდომათა დარბაზში", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

"ლელოს" და ენმ-ის შემდეგ, სხდომა მმართველმა პარტიამაც დატოვა. ქვორუმის არარსებობის გამო კი, სხდომა გადაიდო გაურკვეველი ვადით.

მოგვიანებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა განაცხადეს, რომ სხდომის გადადება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ვინაიდან ისინი სხდომის განახლების შესახებ არ დაუუწყებიათ.

"ქართული ოცნების" წევრ ჯანო პერტაიას განცხადებით, მისი გუნდის წერებმა სხვადასხვა მიზეზით ვერ მიიღეს სხდომაში მონაწილეობა.

მანამდე, ჩატარდა კენჭისყრა, სადაც მხოლოდ მმართველი გუნდი და "საქართველოსთვის" მონაწილეობდნენ. 19-დან 7 ბიულეტენი გაბათილდა. შედეგად, "ოცნების" წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას კანდიდატურა ჩავარდა თავმჯდომარის პოზიციაზე,.

უკვე მესამე სხდომაა, ჩხოროწყუს საკრებულო ვერ ახერხებს თავმჯდომარის არჩევას.

ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა. სხდომაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი. პარტია "საქართველოსთვის" შოთა წურწუმია და "ქართული ოცნებიდან" ჯუმბერ იზორია. ოპოზიციის მიერ ღიად გამოცხადებული მხარდაჭერის მიუხედავად, შოთა წურწუმიამ - 12 ხმა მიიღო, ჯუმბერ იზორიამ -13. ერთი ბიულეტენი კი გაბათილდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, გამოჩნდა, რომ ვიღაც "გაიყიდა" და მათ უარი თქვეს განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 დეპუტატი ჰყავს. აქედან 7 მანდატი ეკუთვნის - პარტიას "გახარია საქართველოსთვის", 7- "ნაციონალურ მოძრაობას", 1 -"ლელოს" და 12 "ქართულ ოცნებას".

საკრებულოების თავმჯდომარეები არც ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში აურჩევიათ ჯერჯერობით.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
22:36 / 01.12.2022
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი,
სამართალდამცველებმა
11:49 / 01.12.2022
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათგან ორი "ქურდული სამყაროს"
ცენტრი
10:57 / 01.12.2022
ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი
დიდი ოდენობით
11:13 / 30.11.2022
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.