ახალი ამბები
ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს, ჩვენ არ ვითხოვთ თანამდებობებს - გიგა ფარულავა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ზუგდიდი საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი არ ითხოვენ თანამდებობებს, მათ სურთ მუნიციპალიტეტის დაბალანსებულად მართვა.

"გუშინ ჩხოროწყუს მაგალითზე, დღეს ზუგდიდის მაგალითზე, ყველამ ვნახეთ, რომ ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გასცდა პოლიტიკურ ეგოს. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატურა. "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ აბსურდული მიზეზით ტოვებს მორიგ ჯერზე სხდომას. შესაბამისად, მათ ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა.

იქიდან გამომდინარე, რომ ორი პარტია ამ შემთხვევაში წარმოადგენს უმრავლესობას, თუ აქვთ ამის რესურსი, შეუძლიათ მორიგდნენ და შეთანხმებულად მოხდეს საკრებულოს დაკომპლექტება. ვინაიდან ვერ თანხმდებიან, ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს. ჩვენ არ ვითხოვთ თანამდებობებს. ჩვენ არ ვვაჭრობთ თანამდებობებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს კანდიდატურას და შემდეგ დაბალანსებულად მუნიციპალტეტის მმართველობას. უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ ვართ სხვა მოცემულობაში და შესაბამისად, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომ კრიზისიდან გამოვიყვანოთ მუნიციპალიტეტი", - განაცხადა გიგა ფარულავამ.

მანამდე საკრებულოს სხდომა დატოვეს" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურა არ დააყენა "ქართულმა ოცნებამაც" .

სხდომა საბოლოოდ ერთი კვირით, ამჯერად მესამედ გადაიდო. წინა სხდომაც ენმ-მ დატოვა. მმართველი გუნდიდან კი ერთი დეპუტატი არ იმყოფებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ ვერც ჩხოროწყუში აირჩიეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, წარმომადგენლობით ორგანოს შეუძლია გამართოს სხდომა მანამ, სანამ არ აირჩევს თავმჯდომარეს.

მისი თქმით, კანონში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის ვადა არ არის განსაზღვრული. მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას. შემდეგ უკვე, თუ ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებენ, [2023 წლის ბიუჯეტს, რადგან 2022 წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ მიიღო] სხვა პროცედურებია გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ 6 თვის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიკრიბა საკრებულო და ქვორუმი არ შედგა, მას უწყდება უფლებამოსილება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის
შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
10:54 / 09.12.2022
ამ დროის მონაცემებით, მოსკოვის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა,
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის
საქალაქო
10:02 / 09.12.2022
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე თბილისის საქალაქო
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული
გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
14:57 / 07.12.2022
ოკუპირებულ აფხაზეთში კრასნოდარიდან გადაასვენეს, უკრაინაში დაღუპული გალელი მებრძოლის ცხედარი. ე.წ. საგანგებო
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
12:12 / 07.12.2022
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.