ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსისგან 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 174 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გამოჯანმრთელდა კიდევ 282 პაციენტი. რეგიონის მასშტაბით საკარნტინე სივრცეში იმყოფება 22 კოვიდინფიცირებული.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 443 პაციენტი. აქედან 39-ის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება.

რუხის კლინიკაში იმყოფება 157 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმეა 34-ის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 39 პაციენტი მკურნალობს. სენაკის კლინიკა სენამედში - 44. ფოთის კლინიკა "ბომონდში" 45 კოვიდ პაციენტია მოთავსებული. მძიმეა 3-ის მდგომარეობა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 23 ინფიცირებული რჩება. სენაკი "ლაზიკა მედში" - 98. აქედან 2 მძიმე და საშუალო სიმძიმის 85. მარტვილის ევექსის კლინიკაში 17 პაციენტია. წალენჯიხის ევექსის კლინიკაში - 20.

ბოლო 24 საათში 51 054 კვლევა ჩატარდა ტესტით. გამოვლინდა კორონავირუსის 2 784 შემთხვევა. სულ დადასტურებულია 906 965.

გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ჯამში 13 024 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა 2 070 პირი. სულ 854 630 გამოჯანმრთელებული.