ახალი ამბები
ობუჯის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ძლიერი წვიმის შედეგად, ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირას უბანში, (საქებურიოს ტერიტორიაზე) მეწყერი ჩამოწვა. შედეგად გზა მთლიანად ჩაიხერგა ნაშალი მასით.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა ასევე დააზიანა საჩინო-ჩქვალერის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი.

ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ლაშა ზარქუა და თამარ ბელქანია. მერიაში ირწმუნებიან, რომ ჯაღირას ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და უახლოეს საათებში მოხდება გზის სავალი ნაწილის აღდგენა.