ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში კორპუსში აფეთქება მოხდა,
რამაც ხანძარი გამოიწვია. შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. მძიმეა
ერთ-ერთის, 43 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომაროება. ის
ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთვსებული, სადაც აცხადებენ,
რომ პაციენტს სხეულის 60%-ის და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.
კიდევ სამი პაციენტი მსუბუქი ინტოქსიკაციით "ნიუ ჰოსპიტალში"
მკურნალობს.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე აფეთქება 19 დეკემბერის ღამეს მოხდა. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. თუმცა, კომპანია "თბილისი ენერჯის" წარმომადგენელმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის.