აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდება
სოჭში დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო
საქმეთა მინისტრი ინალ არძინმა შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრ სერგეი ლავროვს. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო
"უწყებაში" აცხადებენ, შეხვედრა ითვალისწინებს აზრთა გაცვლას
"აფხაზეთის რესპუბლიკასა" და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების
ძირითად საკითხებზე, ასევე საგარეო პოლიტიკის კოორდინაციასა და
რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
ინალ არძინბასთვის "აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის" რანგში, ეს პირველი შეხვედრა იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ინალ არძინბა 17 ნოემბერს დანიშნა.
ინალ არძინბა აფხაზეთის "პირველი პრეზიდენტის", ვლადისლავ არძინბას ნათესავია. მისი საქმიანობა წლებია რუსეთს უკავშირდება. ის მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იყო დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი და ხელმძღვანელობდა რუსეთის პატრიარქთან მოქმედ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.