სვანეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-უშგულის
მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
ხოლო, დიზი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ამავე გზის ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.