ახალი ამბები
ფორმა №9-ის გაუქმება დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება - DRI
FaceBook Twitter
E-mail Print
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, ახალი წლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება აუკრძალოს გალელების ნაწილს, რომლებსაც დროებითი საბუთი - ე.წ. ფორმა №9 აქვთ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალი წლის დღესასწაულის დღეებში გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტის გაუქმება ადგილობრივებისთვის დამატებითი ბარიერის შექმნას ემსახურება.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში" მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა.

"სახლში ვერ დაბრუნების შიშით, ხუთი ათასი გალელი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, აფხაზურ-რუსული პასპორტით ისარგებლოს. არსებობს სხვა გამოსავალიც: ორ თვეზე მეტი ხნით ლოდინი ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან რუსი სამხედროებისთვის ქრთამის მიცემა.

იმის გათვალისწინებით, რომ მესამე წელია, რაც ცხინვალი-თბილისს შორის გადაადგილება სრულად შეზღუდულია, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ფორმა №9-ის გაუქმებით ხელოვნურად სწყვეტს გალელებს თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიისგან, საქართველოს ხელისუფლებას მართებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა გალელების დისკრიმინაციის აღსაკვეთად, უზრუნველყოს მათი ინტერესების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზაცია აქვეყნებს.

ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები ახალი წლიდან ვერ ისარგებლებენ დროებითი საბუთით, ე.წ. ფორმა №9 -ით, რომლის დახმარებითაც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის კვეთა იყო შესაძლებელი. დე ფაქტო მთავრობა მათ ურჩევს "დროებითი მობინადრის" მოწმობა ან "აფხაზური პასპორტი" აიღონ.

მოქალაქეები მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ გალის ე.წ. ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა, თუმცა გალელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.

დე ფაქტო მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მოქალაქეებს, გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ჯამბულ კორტავამ 23 ნოემბერს ამცნო. მან გალელებს აფხაზური მედიასაშუალებებით მიმართა, რომ ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გადაადგილებას 1 იანვრიდან ვერ შეძლებენ ის პირები, რომელთაც "ფორმა №9" აქვთ. მან მოუწოდა გალელებს, უმოკლეს ვადაში შეიტანონ განაცხადები ბინადრობის მოწმობის და ე.წ. აფხაზური პასპორტის მისაღებად.

აფხაზურ მედიასაშუალებებს თუ დავეყრდნობით, ოკუპირებულ გალში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 5 ათასს ფორმა №9, 1049-ს "აფხაზური პასპორტი", 19 ათას 707 პირს კი "ბინადრობის მოწმობა" აქვს.

"ბინადრობის მოწმობის" გაცემა 2017 წლიდან დაიწყო. იმისთვის, რომ მოქალაქემ ბინადრობის მოწმობა მიიღოს, აფხაზეთში 1995 წლიდან უნდა ცხოვრობდეს. მოქალაქემ გალის მილიციაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საცხოვრებლის შესახებ ცნობა უნდა წარმოადგინოს. ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტები თარგმნილი უნდა იყოს რუსულად და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და
ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
10:05 / 06.10.2022
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.