ახალი ამბები
წევრების არჩევის წესის ცვლილებას ჩვენი დისკრედიტაციისთვის იყენებენ - ცესკო
FaceBook Twitter
E-mail Print
ცენტრალური საარჩევნო კომისია ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს აუარესებს. ცესკო ამბობს, რომ დაინტერესებული მხარეები და მედიის ნაწილი კანონში შეტანილ ამ ცვლილებას მათი დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად იყენებენ.

ამავე განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვემდგომი კომისიები კოლეგიალური ორგანოებია, რომლებშიც გადაწყვეტილებები მიიღება 17 კომისიის წევრის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული 8 წევრის ჩართულობით.

ცესკოს თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის ინდიკატორია არა ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების არჩევის კონკრეტული პროცედურა, არამედ არჩევნების ორგანიზების ხარისხი.

"არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების შეფასებებით 2021 წლის არჩევნები მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რასაც ადასტურებს აშშ-ს საელჩოს მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, ევროკავშირის წარმომადგენელთა, NDI-ს და ბრიტანეთის საელჩოს შეფასებები ცესკოს მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომლებიც საჯაროა და წამყვანს და ყველა დაინტერესებულ პირს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გაეცნოს.

არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარე კი არ "წერს", არამედ ეს ოქმი დგება საარჩევნო უბნების ოქმების მონაცემების საფუძველზე, ხოლო ამ მონაცემებს პარალელურად აჯამებს არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (მაგალითად, ISFED-ის ე.წ. PVT-ის მონაცემები პრაქტიკულად დაემთხვა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს). შედეგების სიზუსტეს ასევე უზრუნველყოფს არაერთი გამოცდილი მექანიზმი და ნოვაცია: საარჩევნო პროცესის და ხმების დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაცია, კენჭისყრის დღის შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსაზღვრული და ასევე, დამატებით, შემთხვევითი პრინციპით შერჩეული უბნების შედეგების საჯარო გადათვლები, რომელთა რიცხვიც ამ არჩევნებზე, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივით, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 5-5- უბნისა, ორივე ტურის შემთხვევაში ფაქტობრივად უპრეცედენტო იყო (გადაითვალა ასეულობით უბანი, არ დადასტურდა რაიმე მნიშვნელოვანი უზუსტობა), ცესკოს სხდომების ლაივ რეჟიმში წარმართვა და ა.შ.

ცესკოს საქმიანობაში პარტიების ჩართულობისა და საჯაროობის ამ ხარისხის ფონზე იმის მტკიცება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გავლენის ქვეშ მოექცეს, არის უწყების დისკრედიტაციის და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ ეს იყო ცილისწამება, არის ქალბატონი თამარის დანიშვნა არჩევნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, IFES-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად უზბეკეთში - ცენტრალური აზიის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ცესკოს საქმიანობაზე, ხოლო მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობისას იხელმძღვანელონ იმ ფაქტებითა და შეფასებებით, რომლებიც ობიექტური და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა წარმოდგენილი, მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მცდელობებისა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინი და გამოიყენონ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიაში", - განმარტავს ცესკო.

მანამდე განცხადება გაავრცელა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ", რომლის შეფასებითაც, მმართველი პარტია ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს აუარესებს, რაც 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

"ამ ქმედებით ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზება და კიდევ უფრო შემცირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება", - აცხადებს ორგანიზაცია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.