ახალი ამბები
ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენებას არასდროს ვინანებ - სააკაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ  შვილის წერილი წაიკითხა.

ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია, - წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, არაფერი ისე არ აახლოებს საზოგადოებას, როგორც სამშობლოსთვის ბრძოლა.

"ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც გვქონდა, იყო მეხილა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე. სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა "ვარდების რევოლუციამდე", წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა გამარჯვებულისთვის. ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში, ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

შეკრებილებს გიული ალასანიამაც მიმართა. მისი თქმით, ქვეყანამ ბევრი სისხლი გაიღო დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, დღეს კი ამ მონაპოვარს საფრთხე ემუქრება. ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტიკური პატიმარია

"1989 წლიდან დაწყებული, ამ ქუჩას ბევრი აქცია უნახავს, ბევრი დარბევაც უნახავს. დღეს არის ჩემი შვილის დაბადების დღე. ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. 30 წლის განმავლობაში, ჩვენმა ხალხმა, მოქალაქეებმა განურჩევლად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო, ბევრი სისხლი დაღვარა, იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა და შემდეგ შეენარჩუნებინათ. დღეს ჩვენ სწორედ ამ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ", - განაცხადა გიული ალასანიამ.

პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, სადაც ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.