ოპოზიცია აფხაზეთში „პრეზიდენტის“ გადადგომას ითხოვს
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ითხოვს დე ფაქტო
რესპუბლიკის პარლამენტის მეშვეობით, "სამართლებრივად" მოხდეს
"პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყება. გარდა
ამისა ოპოზიციის მოთხოვნაა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ერთი წლით
გადადება და "აფხაზეთის კონსტიტუციაში" შესაბამისი ცვლილებების
შეტანა.
21 დეკემბერს, სოხუმში ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილებსა და "სამართალდამცავებს" შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა "პოლიციის" კორდინის გარღვევა და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა ისინი ძალის გამოყენებით დაშალეს.
საპროტესტო აქციის შემდეგ, ოპოზიციასა და ე.წ. პრეზიდენტს შორის მოლაპარაკება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახრა ბჟანიამ აქციის მოთხოვნები წაიკითხა. ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მოთხოვნაა, გადაყენების პროცედურის დასრულებამდე "პრეზიდენტს" ენერგეტიკის სფეროში, ასევე "სახელმწიფო" ქონების მართვის და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდეს.
ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ოპოზიციის მხარდამჭერები უმოქმედობაში ადანაშაულებენ. თვლიან, რომ "ქვეყანა" ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში სწორედ მისი წყალობით იმყოფება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ "პრეზიდენტს" არ აქვს აფხაზეთის განვითარების პროგრამა.