ერთი გარდაცვლილი და 109 ახალი შემთხვევა - კოვიდ სტატისტიკა აფხაზეთში
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ
ერთი პაციენტი გარდაიცვალა - 70 წლის მამაკაცი, რომელიც გუდაუთის
კოვიდ კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო დღე-ღამეში დე ფაქტო რესპუბლიკაში
კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 511 ადამიას. აქედან კოვიდ-19
დაუდასტურდა კიდევ 109 პირს. როგორც აფხაზური მედია იუწყება, გუდაუთის
კოვიდ კლინიკაში ჯამში 97 პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 მძიმე
მდგომარეობაშია. სოხუმის კოვიდ საავადმყოფოში 41 პაციენტიდან 20-ის
ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება მძიმედ. ოჩამჩირის საავადმყოფოში 24
პაციენტიდან 9-ის, გაგრის კოვიდ კლინიკაში მოთავსებული 13 კოვიდ
პაციენტიდან 3-ია მძიმედ, ტყვარჩელის სამედიცინო დაწესებულებაში 16
კოვიდ პაციენტს მკურნალობენ.
ჯამში ოკუპირებულ რეგიონში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 37 147 შემთხვევა. აქედან ლეტალურად დასრულდა 551. დანარჩენი პაციენტები კი გამოჯანმრთელდნენ.
ჯამში ოკუპირებულ რეგიონში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 37 147 შემთხვევა. აქედან ლეტალურად დასრულდა 551. დანარჩენი პაციენტები კი გამოჯანმრთელდნენ.