დიდთოვლობის გამო მესტიის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
დიდთოვლობამ მესტიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები,
რის გამოც შუქი, წუხელ ღამის შემდეგ არ მიეწოდება მთლიანად
მუნიციპალიტეტს. მერის მოადგილე ნელი ნავერიანმა "ლაივპრესს" უთხრა,
რომ ისინი ელექტროენერგიას სამეგრელოდან და იმერეთიდან იღებენ. როცა
ერთი ელექტროგადამცემი ხაზი ზიანდება, სარეზერვო, მეორე ხაზი
ამოქმედდება. თუმცა დღეს ორივე მიმართულება დაზიანებულია.
"შუქი არ არის მთელს მესტიაში. მთავარი პრობლემა ეს არის. კი გადაიღო, აღარ თოვს თითქმის, მაგრამ ყინვებია პროგნოზირებული დღევანდელი დღიდან. ვარაუდობენ, რომ ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე არის დაზიანება. ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული "ენერგო-პროს" ვარაუდით. ქვემო სვანეთის, ლენტეხის ტერიტორიაზე, სოფელ მოაშთანაც არის დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები", - გვითხრა ნელი ნავერიანმა.
მერის მოადგილის ინფორმაციით, უკვე ესაუბრნენ "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს. მათ უთხრეს, რომ ადგილზე ნახავენ დაზიანებას, რომელიც საკმაოდ გრძელ მონაკვეთზე, ხაიშის ხიდიდან ლახამულამდეა. ბრიგადა უკვე სენაკიდანაც გამოვიდა.
ნელი ნავერიანის თქმით, თოვლი არის, განსაკუთრებით ზედა სოფლების, უშგულის მიმართულებით, თუმცა არა ისეთი სიდიდის, რომ რომელიმე სოფელმა ვერ მოახერხოს ცენტრალურ გზასთან დაკავშირება.
რაც შეეხება სკოლებს, მერის მოადგილე ამბობს, რომ ისინი შეშით თბებიან, ამიტომ აქ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ გრძელდება.
მესტიის გზის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში უამინდობა და თოვლი, ყინვები გაგრძელდება.