მიმდინარე წელს დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წელს
დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.
"მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი. ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი "ალფა-პვპ", 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.
ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვრად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა. საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან", - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - მამუკა ჭელიძემ.