ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილზე უბედური შემთხვევა მოხდა
საავტომობილო გზების დეპაარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც, საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება