მესტიაში სათხილამურო სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნება
25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე, 2021-2022 წლების
ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მესტიაშია
ამოქმედდება როგორც ღია ტიპის საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრს
აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან, ასევე ზურულდის მთის ათ ადგილიანი
გონდოლას ტიპის ახალი საბაგირო კომპლექსი.
საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1,800 მგზავრია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2,400 მგზავრამდე. საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია, სიჩქარე კი 6 მ/წმ. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს 7 კმ-ნი ოთხი სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის არის გათვლილი.
რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო სივრცეს, კურორტზე ხუთი საბაგირო და ხუთი სათხილამურო გზაა. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან კი 3168 მეტრია.
მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. მათ შორის ჰაწვალი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, (შაბათი-კვირა 10:00 სთ-იდან 17:00 სთ-მდე), თეთნულდი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
საქართველოს სამთო-კუროტებზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს.