ახალი ამბები
ჩხოროწყუში უნდა შემდგარიყო შეთანხმება და უნდა შედგეს სხვაგანაც - ენმ
FaceBook Twitter
E-mail Print
თქვენ იცოდით და იცის მთელმა საზოგადოებამ, ნიკა მელიამ ცალსახად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით გახარიას მიერ დასახელებულ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს. ჩვეულებრივ ეს მოხდა, - განუცხადა ენმ-ის წევრმა რამაზ გულუამ ჟურნალისტებს, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევის შემდეგ.

რა იქნება შემდგომში, თქვა, რომ დასხდებიან, დაილაპარაკებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ მოადგილეებთან დაკავშირებით.

"არის შესაბამისი კომისიები, მოადგილეების თანამდებობები. შევჯერდებით, გავივლით ყველაფერს. არამგონია "ქართულმა ოცნებამ" მოისურვოს, რომ გუნდთან ერთად ითანამშრომლოს. არ ვიცი ბატონი თავმჯდომარე რას აპირებს. იქნება თუ არა მათთან რაიმენაირ კომუნიკაციაში. ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენსას შევთავაზებთ რა თქმა უნდა. "ნაციონალური მოძრაობა" დაასახელებს თავის მოადგილეობის კანდიდატებს. კომისიებზეც გვექნება რა თქმა უნდა, გამოცდილებიდან გამომდინარე. გვაქვს ჩვენ ამის რესურსი, განათლებაც. მგონია, რომ საბოლოო შედეგამდე გავალთ.

ან უნდა ითამაშოს "ქართულმა ოცნებამ" ის თამაში, რასაც დღეს ცდილობდა - სიტუაციის არევას, რაც არ გამოუვიდა და ჩვენი დამსახურებით, ხომ? გახარიას პარტიის დამსახურებით და "ლელოს" დამსახურებით. ჩხოროწყუში უნდა შემდგარიყო შეთანხმება და უნდა შედგეს სხვაგანაც", - განმარტა რამაზ გულუამ.

სხდომა გრძელდება.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. გაბათილდა ერთი ბიულეტენი.

მმართველი პარტია სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭიყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ არც კანდიდატურა დაუყენებიათ, რადგან თქვეს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში უკვე შეთანხმებული იყო.

ჩხოროწყუს ახალი მოწვევის საკრებულო პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბა. თუმცა ამ დრომდე თავმჯდომარის არჩევა ვერ ხერხდებოდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.