ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელმაც თავმჯდომარე
უნდა აირჩიოს, 1 საათით გადაიდო.
სხდომის დაწყებამდე, რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის.
სხდომის გადადების შესახებ საკრებულოს უხუცესმა წევრმა, კონსტანტინე უბერმა განაცხადა. მისი თქმით, რეგლამენტი ითვალისწინებს კვორუმის არარსებობის შემთხვევაში სხდომის 1 საათით გადადებას.
დარბაზში არ იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი. პარტია "საქართველოსთვის" 2 დეპუტატი ესწრება, "ქართული ოცნებიდან" კი 3 წევრი არ იმყოფება დარბაზში.
საკრებულოს სხდომა აქამდე 3-ჯერ გადაიდო. გასული სხდომა ენმ-მ დატოვა. კვორუმი იყო, თუმცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ არ დააყენებდა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურას.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" აქვს, 20- "ქართული ოცნებას", ხოლო 3-ით "საქართველოსთვის" შევიდა.