ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გადაიდო. მიზეზი კვორუმის არარსებობაა. წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ სხდომას არ ესწრებოდა მმართველი პარტია. ამასთან, სხდომაზე არ გამოცხადდა ერთი დეპუტატი ენმ-დან და ამდენივე პარტიიდან "საქართველოსთვის".

სხდომა სამშაბათს, 28 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება.

სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.

დეპუტატები პირველად 17 ნოემბერს შეიკრიბნენ, თუმცა ამ დრომდე აქ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.

წარმომადგენლობით ორგანოებს თავმჯდომარეები ჯერ არც ზუგდიდსა და წალენჯიხაში ჰყავს.

გუშინ, 23 დეკემბერს, ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს. თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი შოთა წურწუმია გახდა გახარიას პარტიიდან.

მას ორი მოადგილე ჰყავს ენმ-დან და "ლელოდან".