„ოცნებას“ და „საქართველოსთვის“ იმედი აქვთ, რომ საკრებულოს მომავალ სხდომამდე შეთანხმდებიან კრიზისის დასაძლევად
"ქართულ ოცნებას" და პარტია "საქართველოსთვის" იმედი აქვთ, რომ
მომავალ სხდომამდე შეძლებენ მუნიციპალიტეტის
ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას და კრიზისის დასაძლევად
გადაიდგმება ნაბიჯები.
მმართველი პარტიის წარმომადგენელ ირაკლი გოგოხიას განცხადებით, კონსულტაციები გაგრძელდება და იმედი აქვს, რომ კრიზისს დაძლევენ.
მისივე თქმით, მომდევნო სხდომებზე "ქართული ოცნება" საკუთარ კანდიდატურას წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა მისი ვინაობა დღეს არ დაუკონკრეტებია.
"დღევანდელ სხდომას ესწრებოდა 21 დეპუტატი. უნდა ყოფილიყო მინიმუმ 23. შემდეგ იცით, რომ შობა-ახალ წელთან დაკავშირებით უქმეებია და სხდომა გადაიდო 12 იანვრამდე. ისევ გაგრძელდება კონსულტაციები და იმედია ეს კრიზისი აღმოიფხვრება საკრებულოში", - განმარტა მან.
თავი მხრივ, პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელ გიგა ფარულავას თქმით, ის ფაქტი, რომ სენაკის საკრებულოში დღეს მმართველი პარტია არ გამოცხადდა და ამასთან, აკლდა ენმ-დან რამდენიმე დეპუტატი, ზუგდიდში კი სხდომას "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ დასწრებია და კვორუმიც ვერ შედგა, ორივე პარტიის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამბობს, რომ არცერთ პარტიას არ აინტერესებს კრიზისიდან გამოსავალი, ამ კრიზისის დაძლევა.
"ვიმედოვნებ, რომ ორივე პარტია გონს მოეგება. წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ წარვადგინეთ კანდიდატი მხოლოდ ერთი მოტივით, კრიზისი დაიძლიოს მუნიციპალიტეტში. დანარჩენი "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" ნებაა დაუჭერენ თუ არა მხარს", - აღნიშნა გიგა ფარულავამ.
თავდაპირველად, საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო, რადგან რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ 19-მა დეპუტატმა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ არის. ენმ სხდომას არ დასწრებია.
შესვენების შემდეგ კიდევ 2 დეპუტატი გამოცხადდა, თუმცა სხდომათა დარბაზში მყოფ წევრთა რაოდენობა ისევ არ აღმოჩნდა საკმარისი კვორუმისთვის.
დეპუტატები ახალი წლის დღესასწაულის გამო, ამჯერად 12 იანვარს შეიკრიბებიან.
საკრებულოს სხდომა აქამდე 3-ჯერ გადაიდო.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" აქვს, 20- "ქართული ოცნებას", ხოლო 3-ით "საქართველოსთვის" შევიდა.