თბილისში მოშიმშილეებს ზუგდიდიდან 10 პირი შეუერთდა
თბილისში მოშიმშილეებს, ზუგდიდიდან 10 პირი შეუერთდა. მათ შორის 6
საკრებულოს წევრია.
ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლების მოთხოვნით იშიმშილებენ დეპუტატები - ირაკლი და გიორგი
სორდიები, კახა ჩანგელია, ლაშა ბეჭვაია, მირანდა ესებუა და გია
მამფორია.
მათთან ერთად საპროტესტო აქციას უერთდება - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელდარ კეზუა და საშკა ხოჭოლავა და ორი მოქალაქე, ვიკა ბაძაღუა და მერაბ ბოჭოია.
მანამდე შიმშილობა დაიწყო ექიმმა და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა ენმ-დან, მალხაზ ჯალაღონიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შიმშილობის "მასობრივი აქცია" 21 დეკემბრიდან დაიწყო. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პარტიის მხარდამჭერთა ნაწილი თბილისში, ენმ-ის ოფისის წინ მოწყობილ კარვებში შიმშილობს.
ენმ პარარელურად სხვა ტიპის საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.