ძალოსნობის ჩემპიონატზე ზუგდიდელმა სპორტსმენებმა 2 მედალი მოიპოვეს
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი ძალოსანთა
ჩემპიონატს მასპინძლობს.
15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის პირად-გუნდური და პირველი ოლიმპიური
ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირზე, ორმა ზუგდიდელმა
მოიპოვა მედალი.
ასპარეზობის პირველ დღეს, 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი დიმიტრი აბრალავამ მოიპოვა. სპორტსმენმა 65/88/153 სიმძიმე დაძლია.

15 წლამდელთა შეჯიბრზე, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ივარდავა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან 69/85/154 სიმძიმის დაძლევა მოახერხა.
შეჯიბრში საქართველოს 13 მუნიციპალიტეტის 100 მდე ძალოსანი მონაწილეობს.