ზუგდიდელმა სპორტსმენებმა ძალოსნობის ტურნირზე კიდევ 4 მედალი მოიპოვეს
15 და 17 წლამდე ძალოსანთა შორის პირად-გუნდურ და პირველ ოლიმპიური
ჩემპიონის, რაფაელ ჩიმიშკიანის
სახელობის ტურნირის მეორე დღეს, გამარჯვებულები და პრიზიორები ოთხ
წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ.
მათ შორის არის 4 ზუგდიდელი სპორტსმენი.
15 წლამდელთა შორის, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გოგა ჯაჯვანი გახდა. მან 101/115/216 სიმძიმეები დაძლია.
იგივე ასაკის ძალოსნებს შორის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მათე ჭიჭინაძე ვერცხლის მედალს დაეუფლა. მისი შედეგია 93/117/210.

17 წლამდელებს შორის, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაგო გოგიამ მეორე ადგილი დაიკავა. მან შეჯიბრზე ასეთი შედეგი აჩვენა - 85/102/187.
რაც შეეხება 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 17 წლამდელებს შორის, ნიკოლოზ ესართიამ ვერცხლი მოიპოვა. მან 133/157/290 სიმძიმეები დაძლია.
შეჯიბრის პირველ დღეს, მედალი ორმა ზუგდიდელმა მოიპოვა.