ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დროებით ვიზიტორებისთვის დაიკეტება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით,
მიზეზი ბაღში გეგმიური და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებაა.
შედეგად, 26-27 დეკემბერს, ბაღში ვიზიტორები ვერ შევლენ.
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ საახალწლოდ განათებები უნდა დაამონტაჟონ და ხეები გაწმინდონ.
"ჭიშკრამდეც ვერავინ მოდის. გადაკეტილია დადიანების სასახლის მხრიდან. ვიფიქრეთ, რომ ბარემ გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, ეს ორი დღე ამ სამუშაოებისთვის", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ უშუალოდ მეჯლისის ღონისძიება ბაღის დროებით დაკეტვას არ უკავშირდება.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში დღეს მეჯლისი უნდა გაიმართოს, რითაც, ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას განცხადებით, აღდგება დადიანების მეჯლისის ტრადიცია.
სწორედ ამიტომ, სასახლის ეზოში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.