მესტიის სამთო კურორტზე მოთხილამურე პატრულებმა დაიწყეს მუშაობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა - მოთხილამურე
პატრულებმა, ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი
წესრიგისა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაცვის მიზნით მუშაობა
დაიწყეს.
მათთან ერთად დამსვენებლების უსაფრთხოებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამთო მაშველები და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც იზრუნებენ.
მოთხილამურე პატრულები უკვე გადამზადდნენ და 100-მდე თანამშრომელი მესტიის (თთნულდი, ჰაწვალი), გუდაურის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას განახორციელებენ.
"მოთხილამურე პატრულები აღჭურვილები არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა დამსვენებლებს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დახმარება გაუწიონ", - აცხადებენ შსს-ში.
სამთხო-სათხილამურო კურორტებზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები 2016 წლიდან მუშაობენ.