ზუგდიდელმა ძალოსანმა ტურნირზე ახალი რეკორდები დაამყარა
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში დასრულდა
15 და 17 წლამდე
ძალოსანთა შორის პირად-გუნდური და პირველი ოლიმპიური ჩემპიონის,
რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის ტურნირი.
შეჯიბრის მესამე დღეს, გამარჯვებულ-პრიზიორები 3 წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ. დამყარდა საქართველოს 3 რეკორდიც, რომელიც ზუგდიდელ გურამ ვეკუას ეკუთვნის.
ძალოსანმა ატაცში 5, აკვრაში 7, ხოლო ორჭიდის ჯამში 12 კილოგრამით გააუმჯობესა საქართველოში მის მიერვე დამყარებული რეკორდები.
17 წლამდელთა შორის, 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 145/184/329 მაჩვენებლით პირველი ადგილი სწორედ გურამ ვეკუამ დაიკავა.

ის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და ევროპის ჩემპიონია.
მეორე პოზიციაზეა ასევე ზუგდიდელი სპორტსმენი დავით ლუკავა. მან 105/130/235 სიმძიმეები დაძლია.
იგივე წონით კატეგორიაში, 15 წლამდელთა შორის გამარჯვებული ირაკლი ვეკუა გახდა. მისი შედეგია 112/135/247.
სულ ტურნირზე მედალი 9 სპორტსმენმა მიიღო.