ახალი ამბები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 71 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა კოვიდ ინფიცირებული კიდევ 71 პირი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3193 პაციენტი.

26 დეკემბერს, საქართველოში 19 701 კოვიდ ტესტი ჩატარდა.