ხმის სანაცვლოდ „ოცნებამ“ 100 ათასი ლარი შემომთავაზა - ენმ-ის წევრი
სენაკის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"
თავმჯდომარე ლაშა კუჭავა აცხადებს, რომ მოსასყიდად
მმართველმა პარტაიმ მას 100 ათასი ლარი შესთავაზა. დეპუტატი
"ლაივპრესთან" საუბარში განმარტავს, რომ ამ თანზას სთავაზობდნენ
"ქართული ოცნების" წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარეობის
კანდიდატის, საბა ოდიშარიასთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ. ამბობს, რომ
მანამდე ფრაქციის ყველა წევრს დაემუქრნენ, ზოგს დაჭერით, იყო შანტაჟი,
ცალკეულ შემთხვევაში კი ფულის შეთავაზება. ყველაზე ბოლოს კი მასთან
მივიდნენ და თანხა საკრებულოს დერეფანში შესთავაზეს. თუ ვისგან მიიღო
შეთავაზება, ლაშა კუჭავა არ აკონკრეტებს, რადგან ამბობს, რომ ამის
სამართლებრივი მტკიცებულება არ აქვს.
"ერთი ხმა აკლიათ და მთხოვეს. 100 ათას ლარს იძლევიან ხმაში და ხომ არ დაფიქრდებოდიო. ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს ბათუმში. რის გამო გარდაიცვალა ფუტკარაძე? სხვა რამის გამო კი არ მომკვდარა. სადაც ერთი ან ორი ხმა აკლიათ, იქ ყველაფერზე მიდიან, რომ შეივსონ უმრავლესობა", - გვითხრა ფრაქციის თავმჯდომარემ.
ლაშა კუჭავას ცნობით, დღევანდელ სხდომას მმართველი გუნდი არ ესწრებოდა. ასევე, არ იყო წარმოდგენილი პარტია "საქართველოსთვის" ერთი წევრი, ისევე როგორც წინა შეკრებისას. ეს გარემოება კი მას გარკვეულ ეჭვებს უჩენს. შესაბამისად, ისევ გადაიდო საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.
"ლაივპრესმა" სცადა "ქართული ოცნების" პირველ ნომერთან საკრებულოში, საბა ოდიშარიასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს და წერილობით შეტყობინებას არ უპასუხა. წარმომადგენლობითი ორგანოს პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ მმართველი პარტია ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.
სენაკის საკრებულოს სულ 33 დეპუტატი ჰყავს. მათგან "ქართული ოცნების" 16, ენმ-ის 13 და "გახარია-საქართველოსთვის" 4 წევრია.