ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარებას - „ენერგო პრო ჯორჯია“
მესტიის მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზები სრულად აღდგენილია,
მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგენილია ფიქსირებული სქემით, მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია, -
განცხადებას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მომხარებას, რაც იქ ფიქსირდება. ამიტომ, ავარიების განმეორება გარდაუვლად მიაჩნია.
"შესაბამისად "ენერგო-პრო ჯორჯია" სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხიც, ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად".
მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო: 1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას, ეხლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. არასდროს გვისაუბრია, თუმცა ეხლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველჰყოფთა "ენერგო-პრო", 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა, ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან, ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ. აგრეთვე, შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგარი შეფერხების გარეშე", - აღნიშნავს მიხეილ ბოცვაძე.
კომპანიის განცხადებით, ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს - აქვთ კონკრეტული გეგმაც და გამოცდილებაც, რომ მომდევნო ზამთარს მესტია შეხვდეს უკანონო მაინინგის გარეშე.
მესტიის მერიაც ადასტურებს, რომ უკვე ბოლო რამდენიმე წელია ელექტროენერგიის პრობლემები აქვთ. მათი ცნობით, ვითარება ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს შუქის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამ ფონზე კი, მუნიციპალიტეტი ჩაბნელების საფრთხის წინაშეა, რაც თავისთავად მძიმე იქნება ტურიზმისთვის.