DRI გალელების დისკრიმინაციად აფასებს, მათთვის დოკუმენტების მისაღებად შექმნილ პირობებს
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) კიდევ ერთხელ
ეხმაურება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას,
ახალი წლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება აუკრძალოს გალელების
ნაწილს, რომლებსაც დროებითი საბუთი - ე.წ. ფორმა №9 აქვთ.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას ართულებს და ბაზისურ ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებებზე წვდომას უზღუდავს.
"პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ - ადამიანები, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას გალის მოსახლეობა, არის გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების საკითხი.
2017 წლიდან დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღებისა და ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების შესახებ. ბინადრობის მოწმობის აღება განსაკუთრებით პრობლემურია კოდორის ხეობაში მცხოვრები პირებისთვის. მათ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომელსაც ადგილზე გასცემს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური 2 კვირის ვადით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი შესაძლოა იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, მაგრამ აფხაზეთში 1994 წლიდან 1999 წლამდე ცხოვრობდა და არ არის სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ეს დებულება არ ვრცელდება გალის რეგიონში ომამდე მცხოვრებ 80,000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200,000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის გამო დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე შეფასებით, გალელებისთვის დოკუმენტების აღებას ართულებს კორუფციული გარემოც. ორგანიზაცია ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნნობით წერს, რომ გალელებისთვის საბუთების ჩასაბარებლად შენობაში შესვლაც კი რთულია, ვინაიდან გრძელ რიგებში უწევთ დგომა და თითოეულ ჩასაბარებელ საბუთზე 1.500 რუბლის (დაახლოებით 29 აშშ დოლარის) გადახდა უხდებათ.
"სხვა შემთხვევაში, რიგში დგომა რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ. კიდევ დამატებით 2.000 რუბლს (დაახლოებით 34 აშშ დოლარი) იხდიან, როგორც ქრთამს, როდესაც საბუთები საბოლოოდ გამზადდება.
გალის მოსახლეობის დოკუმენტების თემას გავლენა აქვს გალის რაიონისთვის დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ წილზეც. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გალის რაიონს სუბსიდირება უნდა შეუმცირდეს სწორედ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.
დე ფაქტო სტრუქტურების მხრიდან გალის მოსახლეობისთვის შექმნილი დაბრკოლებები ართულებს კონფლიქტის შედეგად ისედაც მოწყვლადი მოსახლეობის ყოველდღიურ არსებობას, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობად უნდა შეფასდეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლები ახალი წლიდან ვერ ისარგებლებენ დროებითი საბუთით, ე.წ. ფორმა №9 -ით, რომლის დახმარებითაც აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზის კვეთა იყო შესაძლებელი. დე ფაქტო მთავრობა მათ ურჩევს "დროებითი მობინადრის" მოწმობა ან "აფხაზური პასპორტი" აიღონ.
მოქალაქეები მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ გალის ე.წ. ადმინისტრაციამ უკვე გააფრთხილა, თუმცა გალელებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
დე ფაქტო მთავრობის ახალი გადაწყვეტილება მოქალაქეებს, გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ჯამბულ კორტავამ 23 ნოემბერს ამცნო. მან გალელებს აფხაზური მედიასაშუალებებით მიმართა, რომ ოკუპირებული რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე გადაადგილებას 1 იანვრიდან ვერ შეძლებენ ის პირები, რომელთაც "ფორმა №9" აქვთ. მან მოუწოდა გალელებს, უმოკლეს ვადაში შეიტანონ განაცხადები ბინადრობის მოწმობის და ე.წ. აფხაზური პასპორტის მისაღებად.
აფხაზურ მედიასაშუალებებს თუ დავეყრდნობით, ოკუპირებულ გალში 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 5 ათასს ფორმა №9, 1049-ს "აფხაზური პასპორტი", 19 ათას 707 პირს კი "ბინადრობის მოწმობა" აქვს.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" ე.წ. ფორმა №9-ის აკრძალვაზე კვლევა 21 დეკემბერსაც გამოაქვეყნა.