მიხეილ სააკაშვილი კანონის სრული დაცვით გადავიყვანეთ რუსთავის ციხეში - პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის
რუსთავის №12 დაწესებულებაში გადაყვანაზე. მათი თქმით, კანონის სრული
დაცვით მოხდა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან" გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა 28 დეკემბერსაც სურდათ, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც გონება დაკარგა. რის შემდეგაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში დარჩა.
ექიმების თქმით, პაციენტის რეაბილიტაცია დასრულებულია, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა თქმით კი, სააკაშვილისმდგომარეობა დამძიმდა მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
ამ წუთებში ექსპრეზიდენტს მისი ადვოკატები ხვდებიან.