სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა - ნიკა გვარამია
მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, -
განაცხადა მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.
"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს ეტლში და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და მაღალი წნევა. როგორც წინა ჯერზე, მითხრა, მივხვდი რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართოდაო, ამიტომ, არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიყავდათ რუსთავში, მაგრამ გზაში ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო.
ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. ანუ, თუ გაბედავ და ცუდად გახდები, გადაგიყვანთ იქ, სადაც გაწამებთო", - განაცხადა ნიკა გვარამიამ
მისივე თქმით, სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ის. ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი.
მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვიან ღამით გადაიყვანეს.