ახალი ამბები
სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს ციხიდან, სადაც ის ქალიშვილზე საუბრობს
FaceBook Twitter
E-mail Print
მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე!, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის მხარდამჭერებს.

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს და საუბრობს მის უმცროს შვილზე, ელის მარია სააკაშვილზე. ამბობს, რომ ბედნიერია მისი სატელევიზიო დებიუტით. წერილს რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნდა ერთვის მომღერალ სოფო ნიჟარაძის ფოტო ქალიშვილთან. ელის მარია სააკაშვილთან ერთად.

"სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მიმავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო.

31 დეკემბერი განსხვავებული დღეა. დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს და ერთნაირად გვიყვარს დიდსა თუ პატარას. ის მხოლოდ საუკეთესო მოგონებებსა და კეთილ სურვილებს აცოცხლებს. ამიტომაც, მინდა მოგილოცოთ განურჩევლად ყველას, რადგან ეს დღე ყველასია - იწყება ახალი წელი და ჩნდება ახალი შანსი შეცვალო, გააუმჯობესო, გააკეთილშობილო! მიდის ძველი წელი და გეძლევა შანსი, რომ განვლილ წელში დატოვო ყველაფერი ის, რაც აქამდე არ ან ცუდად გამოგდიოდა! წარსულში დატოვო მტრობა, შუღლი, დაპირისპირება - ის, რაც განგრევს შიგნიდან და ანგრევს გარეთ შენს ქვეყანას.

ყველას გისურვებთ, ახალი 2022 წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს პირადად თქვენთვის და თქვენი სამშობლოსთვის!

ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვნა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება "მთავარი არხის" საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით.

და კვლავ, გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. 2022 წელს აუცილებლად უნდა შევცვალოთ ყველაფერი ისე, რომ ჩვენი შვილები უფრო ლაღები და ბედნიერები გახდნენ!", - წერს მიხეილ სააკაშვილი მიმართვაში.





მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებიდან კი, ის რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
13:58 / 26.05.2022
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
ულოცავს. მისი თქმით,
11:16 / 26.05.2022
ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისი თქმით,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს
დიპლომატიური
10:49 / 26.05.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ქართველ
ხალხს და პრემიერ-მინისტრ
10:46 / 26.05.2022
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი, ქართველ ხალხს და პრემიერ-მინისტრ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.