პრეზიდენტმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა
საახალწლოდ. შეწყალებულთაგან ცხრა
პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს
შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი
სასჯელი.
კიდევ ოთხი მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომ მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.
შეწყალების აქტი პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.