ენმ-ის წევრებმა შიმშილობა შეწყვიტეს
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მყოფმა მოშიმშილეებმა პროტესტი
შეწყვიტეს. ეს მას შემდეგ,
რაც წუხელ ღამით მათთან ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი, გიორგი
მშვენიერაძე მივიდა და მიხეილ სააკაშვილის თხოვნა გადასცა, შიმშილობის
შეწყვეტაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა, რომ ის თავად
მიმართავდა ამ უკიდურეს ფორმას.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ისინი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.
"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება", - აღნიშნა მელიამ.
მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ ნიკა მელიამ 21 დეკემბრის აქციაზე განაცხადა. ამ აქციას 150-ზე მეტი პირი შეუერთდა. მათ შორის ზუგდიდიდანაც.