ახალი ამბები
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა აღირიცხა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 943 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 519 შემთხვევა, აჭარა – 91, იმერეთი – 68, ქვემო ქართლი – 125, შიდა ქართლი – 15, გურია – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი -37, მცხეთა-მთიანეთი -13, სამცხე-ჯავახეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 667 საიდანაც: 4 446 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 039, აჭარაში – 487, იმერეთში – 822.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 37 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 2 789 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 902 948 გამოჯანმრთელდა, 13 942 კი, გარდაიცვალა.