19 წლის გარდაცვლილი ზუგდიდელი ორსულის ოჯახი, მომხდარში კლინიკას ადანაშაულებს
გარდაცვლილი 19 წლის ზუგდიდელი ორსულის, სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი
მომხდარში კლინიკას ადანაშაულებს.
ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთისას გული გაუჩერდა, მისი ამუშავება
ექიმება შეძლეს, თუმცა საბოლოოდ პაციენტის გადარჩენა ვერ
მოხერხდა.
გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი, ან უხარისხო დოზა შეუყვანეს, რის გამოც ფატალური შედეგი დადგა.
გარდაცვლილის დედა, თეა ლატარია ამბობს, რომ მის შვილს არანაირი წამალი არ გამოუყენებია მთელი ორსულობის განმავლობაში. პირიქით, პოზიტიურად იყო განწყობილი.
"მესენჯერით ბავშვის ტანსაცმელები მაჩვენა ჩემმა შვილმა, რომელი ჩავაცვაო. ნახევარ საათში გამოვალ და ბავშვსაც გაჩვენებო.
ოპერაციის შემდგომ ექიმები არ შემხვედრიან და ზუსტი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. სამი საათის შემდეგ მითხრეს, გილოცავთ შვილიშვილის დაბადებას, მაგრამ დედა დამძიმდა და გადავიყვანეთო რეანიმაციულ განყოფილებაში".
გარდაცვლილის და, თეო ბუბუტეიშვილი ვარაუდობს, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ექიმების უყურადღებობა, ან უხარისხო საანესთეზიო საშუალება. მისი თქმით, გამოძიება ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს, ექიმის ბრალეულობის დასადგენად და იმ გარემოების გამოსაკვლევად, თუ როგორ ხვდება მსგავსი მედიკამენტი ბაზარზე და საავადმყოფოებში.
უფრო ადრე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურში "ლაივპრესს" უთხრეს, რომ პაციენტს საკეისრო კვეთის დროს გული გაუჩერდა, შემდეგ გულის რიტმი აღადგინეს, თუმცა 15 დღიანი ინტენსიური მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"პაციენტის მესამე ხარისხის სიმსუქნისა და ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობის ჩვენებით გადაწყდა საკეისრო კვეთა. გაუკეთდა სპინალირი ანესთეზია. საკეისრო კვეთის დროს მოხდა გულის გაჩერება", - განმარტეს პრესსამსახურში.
მათივე ცნობით, შემთხვევას სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც დასკვნის შემდეგ დადგინდება.