2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2021 წელი შეაფასა. ირაკლი
ღარიბაშვილის თქმით, შარშანდელი წლის
ბიუჯეტი დაიგეგმა 2020 წლის ბოლოს - როგორც ეპიდემიოლოგიურად, ისე
ეკონომიკურად ყველაზე რთულ პირობებში, შესაბამისად, 2021 წელს
ეკონომიკური აღდგენის მოლოდინები მინიმალური იყო.
მისივე ინფორმაციით, 2021 წელი დაიწყო საკმაოდ რთულად - იანვარში 11.5%-იანი ეკონომიკური კლება დაფიქსირდა. ქვეყანა ფაქტობრივად ლოქდაუნის რეჟიმში იყო. თუმცა ვითარება მკვეთრად შეიცვალა მარტი-აპრილის თვიდან, როცა ჯერ მარტში დაფიქსირდა დადებითი ზრდის მაჩვენებელი, ხოლო აპრილში "უპრეცენდენტოდ მაღალი" - 44.8 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. პრემიერის მტკიცებით, ამავე პერიოდში დაიწყო საგარეო ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური ინდიკატორების სწრაფი გაუმჯობესების პროცესი.
"11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს. ჯამში, 10.7 პროცენტის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე. მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, ახალი პროგნოზით - 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, 11 თვის ჯამური მონაცემებით, ექსპორტის ზრდა 26.7%-ია, მათ შორის, ადგილობრივი ექსპორტის ზრდა - 28.7%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის 37 პროცენტი შეადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ივლისიდან მოყოლებული, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50 პროცენტს აჭარბებს.
"პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4 პროცენტით გაიზარდა; პირველ 3 კვარტალში მიმდინარე ანგარიშს დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა, მათ შორის, მესამე კვარტალში - 6.1 პროცენტული პუნქტით. წლიურად ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წელს 10.5 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, დაუბრუნდება 5-პროცენტიან მაჩვენებელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მისცათ, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.
"კერძოდ, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე", - განმარტა პრემიერმა.