მესტია ფრირაიდის მსოფლიო ტურის შეჯიბრს უმასპინძლებს
მიმდინარე წლის 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში,
სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო
ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს.
ღონისძიებას თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი და მისი მიმდებარე
სამთო სივრცე უმასპინძლებს.
იქნება ორი ტიპის, მცირე - 2 და დიდ - 4 ვარსკვლავიან ფრირაიდ შეჯიბრები. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი - მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობას და საერთაშორისო გაშუქებას.
მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 იანვარი.
შეჯიბრზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოყვარულ ფრირაიდერებს (როგორც ბორდი, ისე თხილამური) როგორც 2, ასევე 4 ვარსკვლავიან შეჯიბრზე.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეებთან საორგანიზაციო გუნდის შეხვედრები, მესტიის ცენტრში ეკრანზე ფრირაიდის შეჯიბრების სქრინინგი, გამოსამშვიდობებელი საღამო.
ღონისძიების ძირითადი მხარდამჭერები და განმახორციელებლები არიან - მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, UშAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდი არიან.