ვეთანხმები რეგიონებში გასვლას და ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას - სააკაშვილი
ვეთანხმები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეგიონებში გასვლას
და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის
მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება
რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ
გასვლა,- ამის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში
მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის წერს მორიგ
მიმართვაში, რომელიც მის ფეისბუკ გვერდზე გავრცელდა.
როგორც სააკაშვილის აცხადებს, საარჩევნო კამპანიაში მისი მონაწილეობის შემთხვევაში საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს.
"ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ. რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის "რაც გინდა ის უწოდეები", რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში - 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო.
ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა.
ვეთანხმები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.
საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს, 50 დღე შიმშილობდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 20 ნოემბერს სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებიდან კი, ის რუსთავის ციხეში 29 დეკემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს.
პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.